გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თიანეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, მაგრანეთი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, სიმონიანთხევი, ტოლაანთსოფელი, გორანა, დევენაანთხევი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, აბანოსხევი, ბულაჩაური, ბაგა, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო