გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 12:00-იდან 13:30 საათამდე და 14:00-იდან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის და მიმდებარე ქუჩებზე; 15 დეკემბერს 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ სიონში; 13:00-იდან 14:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, კვირაცხოვლის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 16 დეკემბერს 12:30-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, თეთრახევა, ძებნიაურები და მიმდებარე სოფლებში; 12:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ნაქალაქარი, ვეძათხევა, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ვაჟა-ფშაველას, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “