გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ უბანს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს, 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში შოთაძის და მშვიდობის ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ლისზე, თხინვალაში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, გალავანი, კოტორაანთკარი, ბურიანი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, წითლიანა, დოლასქედი, ზენუბანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ