გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, მურადინ ფრიდონის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიდგორში, ვეძისში, ძველ ვეძისში და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, მაღაროსკარი, ნეძიხი, ბულაჩაური, შარახევი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)