ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბაგა, ჭოპორტი, ბულაჩაური, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, ნავდარაანთკარი, ახატანი, გალავანი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
„12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, გოჯიაანები, ჭურჭელაურები და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.