გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ავთანდილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამულო, ბულაჩაური, ქუბრიაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათწყაროში, ლისზე, თხინვალაში და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, გიორგიწმინდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ