არქივი5 აგვისტო, 2024, 17:22
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს, 11:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი.
ასევე, ელექტროენერგია შეუწყდებათ 12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი, ქსანი, ასევე, დუშეთის რაიონის სოფლებში მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ოძისი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.