ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა დუშეთის რაიონის სოფლებს, სოფელ დიღომსა და მცხეთას შეეხება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, პავლეური, შალიკიანთკარი, ჟინვალი, ბანცური და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, სარგის კაკაბაძის, ილია შეყლაშვილის, ავთანდილის, მარიამ უგრელიძის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩებზე, ქედის უბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება ქ. მცხეთაში არმაზის, წერეთლის, მტკვრის, გიორგობიანის, ქსნის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, ძეგვში, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.