პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გდდ-ის სამმართველოს უფროსის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება განიხილეს სამსახურში და სპეცრაზმელებს შორის "ნეგატიური განწყობა იყო"

გდდ-ის სამმართველოს უფროსის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება განიხილეს სამსახურში და სპეცრაზმელებს შორის "ნეგატიური განწყობა იყო"
ლევან ხაბეიშვილის საქმეზე, რომელზეც მას ქრთამის დაპირებას ედავებიან, გდდ-ის სამმართველოს უფროსი, შოთა პაპუაშვილი გამოიკითხა.
📌 სპეცრაზმელის თქმით, ნახა ვიდეოები, სადაც ხაბეიშვილი სამართალდამცველებს 200 000 დოლარს ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ მოვალეობას არ შეასრულებენ.
🗣️ "ამ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით იყო გდდ-ის თანამშრომლების და პოლიციელების, ასე ვთქვათ, გადმობირება", - განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.
📌 ხაბეიშვილმა მოწმეს ჰკითხა, მოისმინა თუ არა, განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბრობს იმ სამართალდამცველებზე, "ვინც არ სცემს და არ აწამებს ხალხს, ვინც არ დაარღვევს კანონს". ასევე ის ნაწილი, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ "პრემია-დანამატებს" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბიუჯეტიდან მიიღებენ.
📌 მოწმის თქმით, მხოლოდ თანხის შეთავაზება მოისმინა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, მანვე თქვა, რომ ხაბეიშვილის განცხადება განიხილეს სამსახურში და სპეცრაზმელებს შორის "ნეგატიური განწყობა იყო".
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.