ირანი თქმით, -ს ბლოკადის გამო ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა

ირანი აცხადებს, რომ -ს მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამო, ჰორმუზის სრუტეს კვლავ კეტავს.
ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ “ჰორმუზის სრუტის კონტროლი დაბრუნდა თავის წინანდელ მდგომარეობას… შეიარაღებული ძალების მკაცრი მართვისა და კონტროლის ქვეშ”.
სამხედრო უწყება აცხადებს, რომ გააგრძელებს სრუტის გავლით გადაადგილების ბლოკირებას მანამ, სანამ აშშ-ს მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში დარჩება.
განცხადება გაკეთდა დილით მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკული ბლოკადა “სრულად ძალაში დარჩება” მანამ, სანამ თეირანი აშშ-სთან შეთანხმებას არ მიაღწევს, მათ შორის თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ტრამპი: თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ბირთვულ მასალას არამეგობრული გზით გამოვიტანთ
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ პირველად სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების კოლონა გადაადგილდებოდა.