ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

„გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ გახარიას პარტია დატოვა – ჩხაიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის მეოთხე ნომერი იყო.
როგორც ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას პარტია დღემდე ატყუებს მის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები „შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც ბლეფია, შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში ,,გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ პარტიის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ”, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია! ამიტომ დღეს ვტოვებ პარტიას!
პარტიის მენეჯმენტს შეუძლია ჩემი ეს განცხადება ოფიციალურ მიმართვად ჩათვალოს”, – წერს ირაკლი ჩხაიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.