გაფართოებული სხდომის დელეგატი, მამუკა გიორგაძე პატრიარქის არჩევნებს აფასებს

“ეკლესიამ აჩვენა უმაღლესი კლასი” – ასე შეაფასა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ერთ-ერთმა პირველმა სტიქაროსანმა, სახალხო პარტიის თავმჯდომარემ და გაფართოებული სხდომის დელეგატმა მამუკა გიორგაძემ პატრიარქის არჩევნები.

მისი თქმით, შიო მესამის პატრიარქათ არცევის დროს ეკლესია სავსე იყო სიყვარულით. მამუკა გიორგაძე აღნიშნავს, რომ დამარცხებული არ არსებობს, “დღეს გაიმარჯვა საქართველომ, საქართველოს ეკლესიამ”.

მთავარი არის ის სისავსე, რაც იყო დღეს ტაძარში, მთავარი არის ის სითბო, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანები ერთმანეთს, მთავარი არის კონკურენტები როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. ეს იყო შეკრება, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ მეუფე შიომ გაიმარჯვა, მაგრამ ამ სიტყვასაც ვერ ვხმარობ იმიტომ, რომ დამარცხებული არ არსებობს. გაიმარჯვა ეკლესიამ, ეკლესიამ აჩვენა უმაღლესი კლასი, როგორც ორგანიზებულობის, ასევე ინტელექტის, ასევე ადამიანური სითბოს და სიყვარულის ერთმანეთის მიმართ. სავსე იყო სიყვარულით ტაძარი.

დღეს საქართველომ გაიმარჯვა, დღეს საქართველოს ეკლესიამ გაიმარჯვა,” – განაცხადა მამუკა გიორგაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე

სენატორი კრის კუნსი ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად კანონმდებლებს მოუწოდებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “ჯოჯოხეთური სანქციების” დაწესებას ითვალისწინებს (ვიდეო)