ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს | უკრაინა ამბობს, რომ ათამდე დრონი გაანადგურეს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, გასულ ღამეს ოკუპანტები კიევს ჩრდილოეთის მიმართულებიდან უტევდნენ.
"18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული შაჰიდის" ტიპის ათამდე დრონი გაანადგურა," - წერს სერგეი პოპკო Telegram-ზე.
მსხვერპლის ანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
როგორც პოპკო აღნიშნავს, ნოემბერში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები კიევს თავს დრონებით დაესხნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.