გარსია: “რეალის” ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ კვარაცხელია მოხვდებოდა

დღეს, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ნაპოლი” “რეალს” ესტუმრება. ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტმა ხორხე გარსიამ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ბლანკოსის” ძირითად შემადგენლობაში “პარტენოპეის” რიგებიდან მხოლოდ მოხვდებოდა.
“ჩემი აზრით, “ბერნაბეუზე” გამართული მატჩი ფრედ დასრულდება. ეს შედეგი ორივე გუნდისთვის მისაღები უნდა იყოს. “რეალი” ახლა რთულ სიტუაციაშია, მათ უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ.
სიმართლე გითხრათ, ესპანეთში შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი რუდი გარსიაზე გააკეთა, მით უმეტეს სპალეტის ბრწყინვალე გამარჯვებებისა და გულშემატკივრებთან ასეთი
ქიმიის შექმნის შემდეგ, გამიკვირდა, რომ მომდევნო სეზონში მწვრთნელის სკამზე რუდი გარსია ვიხილეთ. აი, მაცარიმ თავის საქმე უდავოდ კარგად იცის (იცინის).
მოხვდებოდა თუ ვერა რომელიმე “ნაპოლის” ფეხბურთელი “რეალის” ძირითად თერთმეტეულში? ეჭვიც არ მეპარება, რომ კვარაცხელია ამას შეძლებდა. მართალია, ვინისიუსი მის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისინი ზოგჯერ ადგილებს გაცვლიდნენ, ვინისიუსი მარცხნივ და “კვარა” მარჯვნივ. წარმოგიდგენიათ როგორი დუეტი იქნებოდა?”, – განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, “რეალისა” და “ნაპოლის” შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.