კვარაცხელია – ოსიმენის დუეტი”რეალთან” ბრუნდება – ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ დროს ოცნებობდა!..

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მადრიდის “რეალი” უკვე მერვედფინალშია და ამასთან შორს არც “ნაპოლი” იმყოფება. და მისი თანაგუნდელები “სანტიაგო ბერნაბეუზე” დღეს, გვიან საღამოს, ჩვენი დროით 23:59 საათზე ითამაშებენ.
“სამეფო კლუბს” საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვაში გაიმარჯვა. 9 შეხვედრაა, “ლოს ბლანკოსი” იტალიურ კლუბებთან არ მარცხდება, მათ შორისაა 3 ოქტომბრის გამარჯვება (3:2) “სტადიო მარადონაზე”. ანჩელოტის გუნდი დაცვაში შესანიშნავია და ეს იმ ფონზე, როცა მეკარე კურტუა და მილიტაო ტრავმირებული არიან.
ნეაპოლელთა ძველ-ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მადრიდის “რეალს” კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მადრიდელებს არაერთი დანაკლისი აქვთ და როტაცია გარდაუვალია. ტრავმირებულების – ვინისიუსის, კამავინგასა და ჩუამენის სიას, ლუკა მოდრიჩიც შეემატა. ბელინგემი და როდრიგო თავს კარგად გრძნობენ. ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა მარცხენა მცველია. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, “კვარამ” და მისმა თანაგუნდელებმა “ბერნაბეუზე” გამარჯვებაზე იფიქრონ!.. ჩვენებური ლეგენდარულ არენაზე, სადაც ერთ დროს თამაშზე ოცნებობდა, პირველად წარსდგება. საკმაოდ დიდხნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს პირველივე წუთებიდან ვნახავთ.
სავარაუდო შემადგენლობები:

“რეალი”: ლუნინი – ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, ნაჩო – ვალვერდე, კროოსი, ბ. დიასი – ბელინგემი – როდრიგო, ხოსელუ.
“ნაპოლი”: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟესუსი – ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი – პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).
არ ხართ დღეს თქვენ რეალის მომგები და ტყუილა ნუ იჭაჭებით. რეალი დღეს არის ყველაზე მაგარი გუნდი სიტის შემდეგ (მიუხედვად იმისა რომ ბაიერნს ვგულშემატკივრობ). აი ხვიჩა და ნაპოლი შარშანდელის ნახევარიც კი არ არიან და როგორ უნდა მოუგონ რეალს?, ნუ იცით ხოლმე ისეთი სისულელე სტატიის დაწერა რაც უფრო აკნინებს გუნდს. დარწმუნებული ვარ კარვახალი ხვიჩას ფეხს არ გაანძრევინებს (მინიმუმ პირადი მოტივაციაა).