გარემოს ეროვნული სააგენტო – 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის შესაძლებლობა

16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება