არქივი17 ივნისი, 2025, 10:21
„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ – გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო, 17 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.