გარდაიცვალა ჯორჯო არმანი

არმანი სახლში გარდაიცვალა. 2025 წლის ივნისში ჯორჯო არმანიმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირველად გამოტოვა მილანის მოდის კვირეული, სადაც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენება გაიმართა. ის ამ თვეში მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გეგმავდა მასშტაბურ ღონისძიებას თავისი მოდის სახლის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
გარდაცვალების დროს არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ტანსაცმელთან ერთად ის მოიცავდა აქსესუარებს, სახლის ავეჯს, სუნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებს და შოკოლადებსაც კი.
დიზაინერს ასევე ეკუთვნოდა რამდენიმე ბარი, კლუბი, რესტორანი და საკუთარი საკალათბურთო გუნდი EA7 Emporio Armani Milan, რომელიც უფრო ცნობილია როგორც Olympia Milano. 1998 წლიდან არმანიმ გახსნა 20-ზე მეტი რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ორი სასტუმრო, ერთი დუბაიში 2009 წელს და მეორე მილანში 2010 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება