პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა

ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა

ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, სიდნეის სანაპიროზე დიდი ზომის ზვიგენი სერფერს დაესხა თავს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სიდნეის პოლიციის ინსპექტორმა, ჯონ დანკანმა განაცხადა, რომ ის წყლიდან სხვა სერფერებმა ამოიყვანეს, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 2025 წელს ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.