გარდაიცვალა ტაილანდის პრინცესა, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომაში იყო – მან გონება 2022 წელს, ძაღლების ვარჯიშის დროს დაკარგა

ტა­ი­ლან­დის პრინ­ცე­სა ბა­ჯრა­კი­ტი­ა­ბ­ჰა, რო­მე­ლიც სამ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 47 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ტა­ი­ლან­დის სა­მე­ფო კარ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • პრინ­ცე­სა ბა­ჯრა­კი­ტი­ა­ბ­ჰამ 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ძაღ­ლე­ბის ვარ­ჯი­შის დროს გო­ნე­ბა და­კარ­გა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს გულ­ში მი­კოპ­ლაზ­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

BBC-ი წერს, რომ პრინ­ცე­სა ბა­ჯრა­კი­ტი­ა­ბ­ჰა მეფე ვა­ჯი­რა­ლონგკორ­ნის შვი­დი შვი­ლი­დან უფ­რო­სი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ტა­ი­ლან­დის სა­მე­ფო ოჯახ­მა და­კარ­გა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა გა­დამ­წყვე­ტი როლი ეთა­მა­შა სა­მე­ფო ტახ­ტის ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ველ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში.

პრინ­ცე­სა ბა­ჯრა­კი­ტი­ა­ბ­ჰა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო. ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ნიუ-იორკში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ტა­ი­ლან­დის მი­სი­ა­ში. შემ­დეგ კი ტა­ი­ლან­დში დაბ­რუნ­და და ბანგკოკ­სა და ქვეყ­ნის სხვა ად­გი­ლებ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ოფი­სებ­ში მუ­შა­ობ­და.

2012 წლი­დან 2014 წლამ­დე ის იყო ტა­ი­ლან­დის ელჩი ავ­სტრი­ა­ში, სა­დაც მან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა გა­ე­როს ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ოფის­თან (UNODC).

ტა­ი­ლან­დში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ის გახ­და გა­ე­როს ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის კო­მი­სი­ის ელჩი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სა­კი­თხებ­ში და გა­ნაგ­რძო ტა­ი­ლან­დის სის­ხლის სა­მარ­თლის სის­ტე­მის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რა.

2021 წელს მა­მა­მის­მა ის პი­რა­დი დაც­ვის შტა­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა და გე­ნერ­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

73 წლის მეფე ვა­ჯი­რა­ლონგკორნს ჯერ მემ­კვიდ­რე არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ტა­ი­ლან­დუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, მემ­კვიდ­რე მა­მა­კა­ცი უნდა იყოს, თუმ­ცა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში 1974 წელს შე­ტა­ნი­ლი შეს­წო­რე­ბით ტახ­ტზე ქა­ლის ას­ვლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

წყა­რო