არქივი5 ივნისი, 2026, 00:41
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემტკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
Parisfans-მა გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ იყო გასულ თვეში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი. გულშემატკივრების ხმების დიდი უმრავლესობით (69%) ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვა.
12%-ით მეორე ადგილზე უორენ ზაირ-ემერი გავიდა, მესამეზე კი 9%-ით ჟოაო ნევეში.
„ძალინ დამსახურებული გამარჯვება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. კვარცხლბეკზე ასვლას უორენ ზაირ-ემერი და ჟოაო ნევეშიც იმსახურებდნენ, მაგრამ ქართველი განსაკუთრებული გახლდათ. მან ფინალში პენალტი მოიპოვა, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა. გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯა. ის მოთამაშეა, რომლის გამო გვიყვარს ფეხბურთი“, - წერს გამოცემა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.