ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე: ეს არის ადამიანი, ქალი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე: ეს არის ადამიანი, ქალი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
"ეს არის ადამიანი, ქალი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს"  ამ სიტყვებით მიმართა ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, სოფიკო შევარდნაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, პროპაგანდისტ მარია ზახაროვას "რუსული ციფრული დიპლომატიის" დაჯილდოების ცერემონიალზე.
💬 "იცით, ადამიანი, რომელიც ამ პრემიას, ამ ჯილდოს მიიღებს, არ საჭიროებს წარდგენას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი. ეს არ არის უბრალოდ
კარგი მოღვაწე, არამედ მოღვაწე, რომელმაც პრაქტიკულად თავიდან გამოიგონა ეს პროფესია და ის რაღაც კოსმოსურ მასშტაბებში აიყვანა. ის ასევე არის ადამიანი, ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" | თქვა შევარდნაძემ ღონისძიებაზე და ზახაროვას ჯილდო გადასცა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.