განამ ინგლისს ფრე გაუგორა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, L ჯგუფში ინგლისი და განა დაზავდნენ – 0:0.
ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ, ინგლისი დამაჯერებელი ვერ იყო, უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა და პირველ ტაიმში კარში არცერთ გუნდს არ დაურტყამს. მატჩის მეორე ნახევარში თამაში უფრო სანახაობრივი გამოვიდა, ო’რაილიმ ბურთი განელთა კარის ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კეინმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
ჯგუფში 4-4 ქულით ლიდერები ინგლისი და განა არიან.
ამავე ჯგუფში დღეს პანამა ხორვატიას დაუპირისპირდება.
28 ივნისს, ბოლო მესამე ტურში პანამა ინგლისს, ხორვატია კი განას შეხვდება.
ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“
ინგლისი – განა 0:0
– 22 წლის ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის ნაკრებში 50 შეხვედრა ჩაატარა.