ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განათლების მინისტრი - უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის - განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია

განათლების მინისტრი - უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის - განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ალექსანდრე წულაძის თქმით, ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.
„უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – გუშინ, ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითად თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა – ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.