ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"განათლება საფრთხეშია" - ბანერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

"განათლება საფრთხეშია" - ბანერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თსუ-ს პირველ კორპუსში, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართულ კარნავალის მსვლელობისას, სტუდენტებმა ბანერი “განათლება საფრთხეშია” გადმოფინეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის თანახმად, სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 1-წლიანი.

ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.