პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება, ესეც იკადროს | კობახიძე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "იმედის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან გადადგეს და მომავალ არჩევნებში ჩაერთოს.
კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს "ყველაფრის კადრება შეუძლია".
"არ არის გამორიცხული. პირიქით. ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან... ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, არჩევნების შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით...

[სააკაშვილის] შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია," - თქვა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.