ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - IPM

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - IPM

IPM-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 56% ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ უნდა ჩატარდეს.
შესაბამისი კითხვის პასუხად, 11% გამოსავლად ასახელებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და პროტესტის პოლიტიკურ სივრცეში გადატანას, 9%-ს მიაჩნია, რომ გამოსავალი მთავრობის სრული ან მაღალი თანამდებობის პირების გადადგომაა, 9%-ს მიაჩნია, რომ კრიზისი არ არსებობს, 4%-ის აზრით კი, საუკეთესო საშუალება მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებია.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 18-19 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე.კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.