გამოკითხვებში კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს. ამას მეტყველებს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ჰარისს მხარი დაუჭირა რესპონდენტთა 44%-მა, ტრამპს - 42%-მა. გამოკითხვა 22-23 ივლისს ჩატარდა.
გამოკითხულთა 56% დაეთანხმა მტკიცებას, რომ 59 წლის კამალა ჰარისი „გამჭრიახია და სირთულეებთან გამკლავება ძალუძს“.
78 წლის დონალდ ტრამპის შესახებ ასეთივე მოსაზრება გაიზიარა გამოკითხულთა 49%-მა. გამოკითხულ დემოკრატთა ამომრჩევლების 91% დადებითად არის განწყობილი ჰარისის მიმართ. გამოკითხულთა სამი მეოთხედი თანხმდება, რომ დემოკრატებმა მის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ მხარი. ერთი მეოთხედი კი ფიქრობს, რომ ნომინაციისთვის უნდა იბრძოლოს რამდენიმე კანდიდატმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.