ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს

ფოტო: OsakaWayne Studios/Moment/Getty Images
11
წაკითხვა
არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის. სამწუხაროდ, ქალაქის მოსახლეობისთვის ეს გარდაუვალია, თუმცა არსებობს გარკვეული მავნე ნივთიერებები, რომელთა შესუნთქვის საკითხიც ჩვენზეა დამოკიდებული.
ახალი ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ცხოვრების გვიან ეტაპზე მოწევის შეწყვეტა დემენციის რისკს 16%-ით ამცირებს. მეტიც, იმ ცდისპირებს, რომლებმაც მოწევა მოგვიანებით შეწყვიტეს, სიბერეში დემენციის განვითარების იმავე რისკი ჰქონდათ, როგორიც იმ პირებს, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ.
მეცნიერებმა მოულოდნელი ფაქტორიც გამოავლინეს: დემენციის რისკი მეტწილად მათ უმცირდებოდათ, ვისაც მოწევის შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ წონაში ან საერთოდ არ მოუმატია, ან 5 კგ-ზე ნაკლები მოიმატეს.
გარდა ამისა, მრავალი კვლევა ადასტურებს იმას, რომ მოწევა დემენციის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია. ეს ჩვევა ნეიროდეგენერაციული დაავადების რისკს 30-50%-ით ზრდის.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ წონის მატებაც გავრცელებული ფენომენია, თუმცა 10 კგ-ზე მეტს ადამიანების მხოლოდ 10-20% იმატებს. უცნობია, ზუსტად როგორაა დაკავშირებული მოწევის შეწყვეტის შედეგად წონის მატება დემენციის რისკთან.
ახალი ხანგრძლივი კვლევის ფარგლებში 32000-ზე მეტი პენსიონერის მონაცემები გააანალიზეს, რომლებსაც დემენცია არ ჰქონიათ. ყოველ 2 წელიწადში ცდისპირები ასახელებდნენ, ეწეოდნენ თუ არა და რამდენს იწონიდნენ. 25 წლის განმავლობაში დემენციის თითქმის 6000 შემთხვევა აღრიცხეს.
აქტიურ მწეველებთან შედარებით იმ პირებს, რომლებმაც მოწევა შეწყვიტეს, დემენციის რისკი 16%-ით ჰქონდათ შემცირებული. ხოლო მათ, ვისაც არასდროს მოუწევია, აქტიურ მწეველებთან შედარებით დემენციის განვითარების 25%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ.
მათ, ვინც მოწევა შეწყვიტეს და წონაში ოდნავ მოიმატეს (ან საერთოდ არ მოუმატებიათ), კოგნიტიური უნარები 20%-ით ნელა შეუმცირდათ.
ნაშრომი გამოცემაში Neurology გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — “ცივილიზაციის აკვანი”2825 ნახვა
საუბრისას “მმ” და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა1679 ნახვა
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს1612 ნახვა
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?1262 ნახვა
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა559 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
კოსმოსი
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
ადამიანი
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
დედამიწა
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
ტექნოლოგიები
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
ტექნოლოგიები
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
ადამიანი
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა