არქივი23 მაისი, 2024, 13:37
"გამაოგნებელია, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ" - პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მკვლელობის მცდელობით დაემუქრნენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გამაოგნებელია და დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
"პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.