ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი მუქარასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც სამწუხაროა

ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც სამწუხაროა, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა.
„არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური სისულელის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს უბრალოდ განსარისხებელია. სამწუხაროდ, საშუალო რანგის ჩინოსნების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით, იზრდება, ჩვენც ხშირად გვხვდება ეს. ეს მხოლოდ სამწუხაროა", - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.