ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გალათასარაი" არ ჩერდება - თურქებმა "ლიონს" მიქაუტაძის ტრანსფერზე გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართეს

"გალათასარაი" არ ჩერდება - თურქებმა "ლიონს" მიქაუტაძის ტრანსფერზე გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართეს

თურქული მედიის ინფორმაციით, "გალათასარაიმ" "ლიონს" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მეორე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
პირველ ჯერზე სტამბოლელებმა ფრანგებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს, ახლა კი ეს თანხა 18,5 მილიონ ევრომდე ასწიეს.
სავარაუდოდ, "ოლიმპიკი" ამ წინადადებასაც დაბლოკავს, რადგან "ლიონი" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მინიმუმ 20 მილიონი ევროს აღებას გეგმავს.
შეხსენებისთვის, მიქაუტაძე ბოლო პერიოდში "ლევერკუზენსა" და "ევერტონსაც" დაუკავშირეს. ადრე სპორტულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის მიმართ ინტერესი ტურინის "იუვენტუსსა" და "ვესტ ჰემსაც" ჰქონდათ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.