ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემიდან, კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიიდან და სსიპ-ებიდან და შპს-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით, გაცემულია 8 588 737.18 ლარია გაცემული.

აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა.

BMG-ს კონკრეტული კითხვების მიუხედავად, მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან, თუმცა როგორც წერილობით პასუხში ნათქვამია, ჯამურად, 2 422 საშტატო ერთეული გაუქმდა. დიდი ალბათობით, ამდენივე დასაქმებული გაათავისუფლეს სამსახურიდან.

როგორც მარიამ ქვრივიშვილის უწყებიდან მიღებული წერილობითი განმარტებიდან ირკვევა, შტატების ოპტიმიზაციის მიზნით, ენერგეტიკული საწარმოებიდან შემცირდა 979 საშტატო ერთეული, “საქართველოს რკინიგზიდან” - 1 100 საშტატო ერთეული, ხოლო სსიპ-ებიდან და სხვა კომპანიებიდან - 343 საშტატო ერთეული, რაც ჯამში 2 422 შტატია.

ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში 979 საშტატო ერთეული გაუქმდა... წლიურად ₾24,7 მლნ გვეზოგება - ირკლი კობახიძე

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.