ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გავრცელებული ინფორმაციით, ხამენეის ცხედარი თეირანში შენობის ნანგრევებში იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ხამენეის ცხედარი თეირანში შენობის ნანგრევებში იპოვეს

გამოცემა Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ინფორმაციით, აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია.

ინფორმაციას ავრცელებს Reuters-იც, რომელიც ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.

პარალელურად, ისრაელური მედიებიც, მათ შორის, Times of Israel, Jerusalem Post და ისრაელის მე-12 არხი ასევე იტყობინებიან ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომ ხამენეი იერიშების შედეგად არის მოკლული.

როგორც Jerusalem Post წერს, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა შეიტყვეს, რომ ხამენეის ცხედარი თეირანში ისრაელის იერიშის შემდეგ შენობის ნანგრევებში იპოვეს. მე-12 არხის თანახმად, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხამენეის ცხედრის ამსახველი კადრები წარედგინა.

ამასთან, ხამენეის სიკვდილზე იტყობინება გამოცემა Iran International-იც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.