პუტინი: გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით ჩაიდინეს“, – აღნიშნულია პუტინის წერილში.

მისი თქმით, აიათოლა ხამენეი რუსეთში ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.

„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი ემახსოვრებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე მათ აყვანაში“, – დაწერა პუტინმა.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ -სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მისი რამდენიმე ნათესავი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან აიათოლა ალი ხამენეის შვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა