გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის – კობახიძე

გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ის, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯაროდ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე. ვხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით. ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ