„ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა არის უმძიმეს მდგომარეობაში“ – ირაკლი კობახიძე

ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა არის უმძიმეს მდგომარეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვალსაჩინოა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები.
„ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე. თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, კონსტრუქციული გზავნილებით, ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი უხეში, ზოგადი განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმეს რამე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. ოპტიმიზაცია არის საჭირო რესურსების, აქ არ იგულისხმება კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარი ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არ არის საჭირო. არის თუ არა აუცილებელი ის, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. თუ არ არის საჭირო, შეგვიძლია ამაზეც იმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარია, რომ ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები, ვფიქრობ, რომ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ