ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი - თუ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი არ შეჩერდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება

თუ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი არ შეჩერდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, - ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
„დაახლოებით 8,500 ბავშვია დაღუპული. დაშავებულთა და გადარჩენილთათვის სახლებისა და სკოლების თითქმის ორი მესამედი დაზიანებულია ან დანგრეულია. თავდასხმებისგან, დაავადებებისგან, შიმშილისგან კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, თუ ჩვენ ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად არ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ღაზაში დაღუპული 10 ადამიანიდან 4 ბავშვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.