გაერო ღაზაში დაბომბვების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ისრაელმა სამშაბათს ღაზას ცენტრალურ ნაწილზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. გაერო აცხადებს, რომ შეშფოთებულია ს მიერ დაბომბვების გააქტიურების გამო. შობის ღამეს მიტანილი იერიშების შედეგად, ღაზაში “ჰამასის” კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობით,100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
საშობაო დღეებში ომი უფრო ინტენსიური გახდა, განსაკუთრებით ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. ისრაელის ჯარმა მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა და მათ ტერიტორიის დატოვება სთხოვა. პალესტინელების ნაწილი აცხადებს, რომ წასასვლელი უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ისრაელის ჯარების მიერ შუა ღაზას დაბომბვით, რომელმაც შობის ღამეს 100-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა“, – თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა სეიფ მაგანგომ.
“ისრაელის ძალებმა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. გაფრთხილებები და ევაკუაციის ბრძანებები არ ათავისუფლებს მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებებისგან“.
ღაზაში ომი 11 კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს “ჰამასის” მებრძოლები ისრაელს დაესხნენ თავს 1200 ადამიანი მოკდეს და 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი “ჰამასის” განადგურებაა.

ასევე დაგაინტერესებთ