ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ - მხარდაჭერა არ შესუსტდება

უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა, ყველაზე ამაზრზენი ქმედება, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა. ყველაზე ამაზრზენი ქმედება. ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ - ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება“, - წერს კირ სტარმერი X-ზე.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.