ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს გენერალური მდივანი - ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ

ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„მეომარი მხარეები საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენენ, არღვევენ ჟენევის კონვენციებს და გაერო-ს წესდებასაც კი“, - განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად ქალები და ბავშვები.
„მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის და იმ პროცესის შესახებ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტით, ისრაელის მოსახლეობასა და პალესტინელებს შორის მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.