ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
„ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ტექსტი მეტწილად ასახავს რეზოლუციის შინაარს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთმა, პარასკევს ვეტო დაადო. აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ არაბულმა ქვეყნებმა გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ჩატარება მოითხოვეს.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულო არ არის, მაგრამ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასამბლეის გზავნილები და რომ ის მსოფლიოს აზრს ასახავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.