ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - „ჰუსიტებმა“ იემენის დედაქალაქში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის შტაბ-ბინა დაიკავეს

„ჰუსიტებმა“ იემენის დედაქალაქში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის შტაბ-ბინა დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს.
ვოლკერ თურქის ცნობით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანაში მდებარე გაერო-ს შენობა 3 აგვისტოს დაიკავეს და თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და ავტომობილების გადაცემა აიძულეს.
„ანსარ ალაჰის ძალებმა შენობა უნდა დატოვონ და ყველა ნივთი დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ“, - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.