გაერო გმობს რუსეთის „ფართო უუნარობას“, დაიცვას სამოქალაქო მოსახლეობა უკრაინაში

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა ფოლკერ ტურკმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა არ მიიღო საჭირო ზომები უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისთვის და რომ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთის ჯარმა ომის დანაშაული ჩაიდინა.
ტურკმა ამის შესახებ განაცხადა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს სხდომაზე, იტყობინება Reuters-ი.
ტურკის თქმით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული სადამკვირვებლო სამუშაოების შედეგად გამოჩნდა „ადამიანის საერთაშორისო უფლებების უხეში დარღვევა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული, უპირატესად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის არმია სისტემატურად ახორციელებს თავდასხმებს სამოქალაქო ობიექტებზე, ასევე დასახლებულ რაიონებზე, რის შედეგადაც იღუპება და ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ