ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი რუსეთსა და უკრაინას შორის.

სამშაბათს ნიუ-იორკში იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავს ეძღვნება.

რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის საქართველომ.

12 წინააღმდეგი იყო. 51-მა სახელმწიფომ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, თავი შეიკავა.

რუსეთისა და ბელარუსის გარდა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, კუბამ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ერიტრეამ, ირანმა, მალიმ, ნიკარაგუამ, ნიგერმა და სუდანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.