არქივი26 აგვისტო 2024, 21:12
გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა კურსკის ელექტროსადგურზე
გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე - რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც უკრაინამ ამ რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა დაიწყო.
"სერიოზული სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალ პირადად ვუხელმძღვანელებ IAEA-ის მისიას კურსკის ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსეთში" - ამბობს გროსი პლატფორმაზე X.
ბრძოლის ელექტროსადგურთან მიახლოების ფონზე, IAEA რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწოდებს გამოიჩინონ "მაქსიმალური თავშეკავება", რათა "თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარია, სერიოზული რადიოლოგიური შედეგების პოტენციალით".
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.