ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე გაჩნდა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს.
„გაჩნდა ბირთვული ავარიის საფრთხე ან შესაძლებლობა“, - განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.
"ბირთვული მასალის შემცველი რეაქტორის ბირთვი დაცულია მხოლოდ ჩვეულებრივი ხუფით. ეს მას უკიდურესად დაუცველს და მყიფეს ხდის, მაგალითად, საარტილერიო დარტყმის, დრონის, ან რაკეტის მიმართ“, - აღნიშნა გროსიმ.
მისი თქმით, ბირთვული ავარიის დაშვება არ შეიძლება.
„ბირთვული ავარია არ შეიძლება მოხდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს უზრუნველვყოთ“, - განაცხადა გროსიმ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს ვერ დაიჭერს. „ეს კონფლიქტი, ეს ომი არ არის პასუხისმგებლობა“, - დასძინა მან.
ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.