გაერომ მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების „კატასტროფული“ განახლების გამო

გაერომ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ 1 დეკემბერს განახლდა კონფლიქტი ღაზის სექტორში და საომარ მოქმედებებს “კატასტროფული” უწოდა.
ორგანიზაცია მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს მიაღწიოს ცეცხლის მყარ შეწყვეტას.
იენს ლერკემ, ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ნიშნავს, რომ „ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაბრუნდა“.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე, რომ ვეღარ მიაღწიეს მის გახანგრძლივებას. Reuters -ის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების განახლება ღაზაში – კატასტროფაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ