გაერთიანებულ სამეფოში საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

პოლიციამ RAF Fairford-ის ბაზასთან გზა გადაკეტაReutersგაერთიანებულ სამეფოში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) Fairford-ის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ეჭვის საფუძველზე დააკავა.
ადგილობრივმა უწყებებმა საჰაერო ბაზის მახლობლად მასშტაბური ინციდენტი გამოაცხადეს. ადგილზე შეიარაღებულმა პოლიციამ უსაფრთხოების კორდონი მოაწყო. აღნიშნულ ბაზას აშშ-ს საჰაერო ძალებიც იყენებს.
მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საგანგებო სამსახურების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
“მასშტაბური ინციდენტის გამოცხადების შემდეგ, უელფორდის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის ეჭვის საფუძველზე დააკავეს.
ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალების მიმართულებით ბრიტანეთის არმიის სპეციალისტები ამჟამად რამდენიმე ავტომობილს ამოწმებენ.
ამჟამად ტერიტორიის გარშემო კორდონია მოწყობილი, თუმცა გვინდა, მოსახლეობას დავარწმუნოთ, რომ, ჩვენი შეფასებით, ინციდენტი ლოკალიზებულია” -განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.