გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და პირებს, მათ შორის რამზან კადიროვის დედას, სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 11 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და ინდოქტრინაციაში არიან ჩართულები, სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„კრემლის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის, ინდოქტრინაციისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა საზიზღარია“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
სანქცირებულებს შორის არის ორგანიზაცია ახმატ კადიროვის ფონდი, რომელიც უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს და მათ სამხედრო წვრთნებს უტარებს, და მისი პრეზიდენტი, აიმანი ნესიევნა კადიროვა, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედაა.
სასანქციო სია ასევე მოიცავს გაერთიანება „პირველების მოძრაობას“, ორგანიზაცია „გამარჯვების მოხალისეებს“, ასევე ლეილა ფაზლევას, ინატ სადიკოვს, ზამიდ ჩალაევს, ვალერი მაიოროვს და სხვა ფიზიკურ პირებს.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სხვა ზომებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად